სამშაბათს გერმანია უკრაინას დაჰპირდა დამატებით 53,2 მილიონ აშშ დოლარს ზამთრის პერიოდში მხარდასაჭერად, რადგან უკრაინა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განიცდის რუსეთის მხრიდან, რის შედეგადაც მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე რჩება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმაში, რომ ცდილობს უკრაინელების გატეხვას სიცივეში ჩაძირვის სასტიკი ტაქტიკით და დასძინა,რომ გერმანიას ამას არ დაუშვებს.
ბაერბოკის თქმით,გერმანია გაუგზავნის აღჭურვილობას უკრაინის ენერგეტიკული ქსელის აღსადგენად, მათ შორის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს
"პუტინის ბომბები ნიშნავს, რომ ექიმებს მობილური ტელეფონების შუქზე მოუწევთ ოპერაციების გაკეთება,ბომბები ნიშნავს,რომ ბავშვები საშინაო დავალებას სანთლის შუქზე შეასრულებენ ქუდებით, შარფებითა და ქურთუკებით,“ - დასძინა მან.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press